სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში

21 ნოემბერი 2019


მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, აღმამედლო– კასუმლო– ულაშლოს დამაკავშირებელ 4 კილომეტრიან, ახლადრეაბილიტირებულ საავტომობილო გზაზე, ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით, სამოყვარულო ველო–მარათონი გაიმართა, სლოგანით „ახალი გზა - ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია“.

ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები – თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, ასევე მერიისა და საკრებულოს სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

აქტივობის ბოლოს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები შეაჯამეს.

აღსანიშნავია, რომ 4 კილომეტრიანი გზა, სამ სოფელს აღმამედლოს, კასუმლოსა და ულაშლოს აკავშირებს, რომლის კეთილმოწყობისთვის, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 1 397 539 ლარი დაიხარჯა.


  • სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში
  • სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში
  • სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში
  • სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში
  • სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში
  • სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში
  • სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში
  • სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში
  • სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში
  • სამოყვარულო ველო–მარათონი მარნეულში