სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა „გადაჭრილი გორის“ განვითარების კონცეფციაზე

15 ნოემბერი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში „გადაჭრილი გორის“ განვითარების კონცეფციაზე იმსჯელეს.

სამუშაო შეხვედრას რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ეროვნული მუზეუმის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია ქართული ღვინის  წარმომადგენლები დაესწრნენ.

მხარეებმა დიალოგის რეჟიმში განიხილეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენის - „გადაჭრილი გორის“ დაცვისა და შემდგომი განვითარება-პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოები. ამ ეტაპზე პირველი რიგის საჭიროება ძეგლის ერთ სირცეში მოქცევა და ადგილზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა.

შეხვედრის მიმდინარეობისას, დაიგეგმა ცენტრალური უწყებების ჩართულობით, ერთობლივად განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებები.

  • სამუშაო შეხვედრა „გადაჭრილი გორის“ განვითარების კონცეფციაზე