სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან

04 ნოემბერი 2019

მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი, გოდერძი ჩანქსელიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლების: ასურეთის, ვაშლოვანისა და ქალაქ თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან ერთად არსებული პრობლემები განიხილეს და მომავალი წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო წყალმომარაგების გაუმჯობესების, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, შიდა საუბნო გზებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის საკითხს.

2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 8 000 000 - მდე ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში დასრულებულია და მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიების მშენებლობა, სკოლების და საბავშო ბაღების რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სხვა აუცილებელი სამუშაოები.

  • შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან