საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
23 ოქტომბერი 2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია CEEN-ისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომლის ფარგლებში კრწანისის ტყე-პარკიში 60 ნერგი დარგო.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ავსტრიის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ჟურნალისტებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა. დელეგაციის წევრებმა, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ნერგები ქართველ კოლეგებთან და ადგილობრივ მოსწავლეებთან ერთად დარგეს.