სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მარნეულში ღია შეხვედრები გრძელდება

23 ოქტომბერი 2019


ღია შეხვედრების ფარგლებში, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, დამია-გეურარხისა და შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩავიდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლებში, ამ ეტაპისთვის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
ღია შეხვედრის ფორმატის ფარგლებში, მოქალაქეების მხრიდან ძირითად საჭიროებად საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასახელდა, რაც მუნიციპალიტეტის მომავალი წლების ბიუჯეტში იქნება ასახული.

მოსახლეობასთან ღია შეხვედრები, მარნეულის მასშტაბით მომავალ დღეებშიც გაიმართება.


  • მარნეულში ღია შეხვედრები გრძელდება
  • მარნეულში ღია შეხვედრები გრძელდება
  • მარნეულში ღია შეხვედრები გრძელდება
  • მარნეულში ღია შეხვედრები გრძელდება