სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რეგიონის მასშტაბით 287 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს

22 ოქტომბერი 2019

22 ოქტომბერს, ქვემო ქართლის მასშტაბით, 287 წარჩინებულ მოსწავლეს, რომლებმაც განათლების საბაზისო კურსი უმაღლესი შეფასებით დაასრულეს, საჩუქრად პერსონალური კომპიუტერები გადასცეს.

მოსწავლეების დაჯილდოებაში მონაწილეობა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ხელმძღვანელი პირები, საჯარო სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ რეგიონის მასშტაბით, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების რაოდენობა მზარდია და სტატისტიკა, წლიდან-წლამდე, მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

პროექტი "ჩემი პირველი კომპიუტერი", საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება, რომლის მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერებაა.

  • რეგიონის მასშტაბით 287 წარჩინებულ მოსწავლეს პერსონალური კომპიუტერები გადასცეს