სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ღვინობისთვე მარნეულში - ფესტივალი - "მარნეული-ღვინის აკვანი"

10 ოქტომბერი 2019


10 ოქტომბერს, მარნეულში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ღვინის ფესტივალი 2019 - „მარნეული-ღვინის აკვანი”, წელს უკვე მეოთხედ, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.

თემატური აქტივობებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი, პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, თამაზ ნავერიანი, მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი და რეგიონისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს ქართული ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა და მცირე, ოჯახური ტიპის მარნებმა. მოეწყო თაფლის, ყველის და სხვა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ტრადიციულად წელსაც საწნახელში დაიწურა ყურძენი, ჩატარდა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

„გადაჭრილ გორაზე", მოეწყო ფოტო-გამოფენა, სადაც დამთვალიერებლებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდენენ ისტორიულ ცნობებს გორა-ნამოსახლარისა და მსოფლიოში მეღვინეობის პირველადი კერის შესახებ.
 


  • ღვინობისთვე მარნეულში - ფესტივალი -
  • ღვინობისთვე მარნეულში - ფესტივალი -
  • ღვინობისთვე მარნეულში - ფესტივალი -
  • ღვინობისთვე მარნეულში - ფესტივალი -
  • ღვინობისთვე მარნეულში - ფესტივალი -
  • ღვინობისთვე მარნეულში - ფესტივალი -
  • ღვინობისთვე მარნეულში - ფესტივალი -
  • ღვინობისთვე მარნეულში - ფესტივალი -
  • ღვინობისთვე მარნეულში - ფესტივალი -
  • ღვინობისთვე მარნეულში - ფესტივალი -