სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ბოლნისქალაქობა 2019

28 სექტემბერი 2019


28 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ბოლნისქალაქობა 2019” მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.

სახალხო დღესასწაულს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

ღონისძიება ბოლნისის ისტორიულ უბანში გაიმართა. გაიხსნა „დინამო თბილისის“ ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, თამაზ სტეფანიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული ქუჩა, მოეწყო რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციულად, წელსაც, საზეიმოდ დაიწურა ყურძენი.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლნისის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს.

ღირსების ორდენის კავალერს, ანსამბ „ბოლნელის“ ხელმძღვანელს, კობა ჯღენტს, საპატიო მოქალაქის წოდება, მუნიციპალიტეტში ხალხური ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა გადასცა.

სადღესასწაულო პროგრამა თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის, „ბიგ - ბენდისა“ და ლეგენდარული ანსამბლის, „ქართული ხმების“ გალაკონცერტით დასრულდა.


  • ბოლნისქალაქობა 2019
  • ბოლნისქალაქობა 2019
  • ბოლნისქალაქობა 2019
  • ბოლნისქალაქობა 2019
  • ბოლნისქალაქობა 2019
  • ბოლნისქალაქობა 2019
  • ბოლნისქალაქობა 2019
  • ბოლნისქალაქობა 2019
  • ბოლნისქალაქობა 2019
  • ბოლნისქალაქობა 2019