სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სოფელ ხანჯიგაზლოს მოსახლეობა სრულად გაზიფიცირდა

27 სექტემბერი 2019

26 სექტემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა, ,,სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ დირექტორმა მაჰირ მამმედოვმა, ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორმა აზერ მამმადოვმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა სოფელ ხანჯიგაზლოში ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი საზეიმოდ გახსნეს.

მშენებლობა განახორციელა კომპანია ,,სოკარ ჯორჯია გაზმა“. აშენდა 7400 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი.

გაზიფიცირების სამუშოების შედეგად ბუნებრივი აირის მოხმარების შესაძლებლობა მიეცა სოფელ ხანჯიგაზლოში მცხოვრებ 127 ოჯახს. დღეის მდგომარეობით ქვემო ქართლში ბუნებრივ აირს უკვე მოიხმარს 117 200-ზე მეტი ოჯახი.

შოთა რეხვიაშვილმა აზერბაიჯანის სახელმწიფოსა და კომპანიის ხელმძღვანელ პირებს, ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები, კიდევ უფრო მეტად, აძლიერებს და ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

  • სოფელ ხანჯიგაზლოს მოსახლეობა სრულად გაზიფიცირდა