სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მოსახლეობასთან შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

23 სექტემბერი 2019

ღია დიალოგის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ, პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა სოფლების მცხოვრებლებს სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა განიხილეს და ადგილზე არსებული საჭიროებების გადაწყვეტის გზებზე, ერთობლივად იმსჯელეს.

სოფელი წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად წყალმომარაგებით უზრუნველყოფა რჩება. აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება.

2019 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 8 000 000 - მდე ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში დასრულებულია და მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიების მშენებლობა, სკოლების და საბავშო ბაღების რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სხვა აუცილებელი სამუშაოები.

  • მოსახლეობასთან შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში