სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი ქვემო ქართლში

15 სექტემბერი 2019

ქვემო ქართლის რეგიონმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის პირველ ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიება ოფიციალურად საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

,,წარსული თუ მხოლოდ წარსულში რჩება ის ნახევრად მკვდარია, მაგრამ მისი გაცოცხლების მომენტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა ნგრევის, ომისა და ოკუპაციის შემდეგ, გვაძლევს მომავლის რწმენას, რომ კიდევ მრავალი საუკუნე ვიქნებით, ვიარსებებთ, რადგან კიდევ შეგვიძლია ამ ყველაფრის გადარჩენა და დაფასება"- აღნიშნა პრეზიდენტმა.

საზოგადოებას სცენიდან სიტყვით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რომელმაც ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

,,კარგი შედეგი მიიღწევა დიდი შრომის, გააზრებული დადგეგმვისა და რაციონალიზმის ფასად. მე მიხარი, რომ შევძელით და აქ მოსულ საზოგადოებას ვაჩვენეთ ჩვენი მონაპოვარი, სიმდიდრე და იდენტობა. განუზომელია თითოეული ჩვენგანის როლი კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და დაცვის პროცესში. ეს ღონისძიება კი თავისი შინაარსით სწორედ ამ შედეგის მომტანია“- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

საქმიანობის 9 თვიანი ანგარიში წარადგინა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ. გაიმართა თეთრიწყაროში ბარათაშვილების სასახლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საზოგადოებრივი გაერთიანება ,,საყდრისის კომიტეტისა“ და კომპანია „არ-ემ-ჯი“-ს წარმომადგენლებმა, ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსებული პავილიონები დაათვალიერეს, სადაც მუნიციპალიტეტების ისტორიული, კულტურული და ტურისტული პოტენციალის შესახებ, ფოტო და ვიდეო მასალა იყო წარმოდგენილი.

  • კულტურული მემკვიდრეობის პირველი ფორუმი ქვემო ქართლში