სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავში პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია დასრულდა

14 სექტემბერი 2019

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ, ქალაქ რუსთავის მრავალპროფილური პროფესიული სასწავლებლის  „მოდუსის“  რეაბილიტაცია დაასრულა.  ადგილზე 3 მილიონამდე ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდა. შედეგად თეორიული და პრაქტიკული სწავლებისთვის სრულად განახლდა და აღიჭურვა სასწავლებლის ორი კორპუსი.  

,,მოდუსი“-ს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა  პირადად მოინახულეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებმა.

მატერიალური და ტექნიკური ბაზის განახლებით, პროფესიულ სასწავლებელს სასწავლო პროგრამებისა და სტუდენტების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა მიეცა. ,,მოდუსში“ მსურველები 6 სახელმწიფო და 16-მდე მოკლევადიანი გადამზადების პროგრამას დაუფლებიან. 

  • რუსთავში პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია დასრულდა