სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უძველესი არქეოლოგიური აღმოჩენა დმანისში

12 სექტემბერი 2019


დმანისში აღმოჩენილი უძველესი მარტორქის ბიომოლეკულარული კვლევების შესახებ მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ჟურნალი Nature სტატიას აქვეყნებს.

მეცნიერთა თქმით - „ესაა გარღვევა უძველეს ბიომოლეკულარულ კვლევებში, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს აღადგინონ ბევრად ადრეული ეპოქების ევოლუციური სურათი ვიდრე ეს დღემდე იყო შესაძლებელი, ასევე გამოიკვლიონ ცხოველების და ადამიანის წინაპრის ისტორია.“

დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია - ცილების პროტეომების თანმიმდევრობის სრული ჯაჭვი.

ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ-ი, რომელმაც მილიონი წლით დააძველა აქამდე ცნობილი ინფორმაცია, რომელიც კუნძულ იუკონზე (ჩრდილო-დასავლეთ კანადა) აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო მიღებული.
 


  • უძველესი არქეოლოგიური აღმოჩენა დმანისში