სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზა აშენდება

29 აგვისტო 2019


რუსთავში, კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზა აშენდება. ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, დღეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმზე ხელი მსოფლიოს უდიდესი ჰუმანიტარული ქსელის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა კერემ კინიკმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ მოაწერეს.

მანამდე კი კერემ კინიაკი, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად, ქვემო ქართლში სახემწიფო რწმუნებულის მოადგილეს, კახა კობერიძეს, რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხდნენ და რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

აღნიშნული ბაზა, უახლოეს პერიოდში აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება და საგანგებო სიტუაციების დროს დახმარებას გაუწევს კავკასიის (და არა მარტო) რეგიონის ქვეყნებს. წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა ვიცე-პრეზიდენტმა რუსთავში ვიზიტის ფარგლებში ის ტერიტორიაც დაათვალიერა, სადაც წითელი ჯვრის რეგიონული ბაზის მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება. მოგვიანებით კი კერენ კინიაკი, რუსთავის მუნიციპალურ ხანდაზმულთა სახლს ესტუმრა და ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.


  • რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზა აშენდება
  • რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზა აშენდება
  • რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზა აშენდება
  • რუსთავში კატასტროფებისათვის მზადებისა და რეაგირების რეგიონული ბაზა აშენდება