სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა სოფელ დარბაზის ტანძიისა და რატევანის მოსახლეობასთან

20 აგვისტო 2019

ქვემო ქართლის რეგიონში ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.

 ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი,  საქართველოს პარლამენტის წევრები, გოგი მეშველიანი, ირაკლი კოვზანაძე და გიორგი მოსიძე, ამჯერად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ დარბაზის, ტანძიისა და რატევანის მვხოვრებლებს შეხვდნენ, მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ, ადგილზე არსებული საჭიროებები მოისმინეს და 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტები მათთან ერთად დასახეს.

საუბარი შეეხო, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, წყალმომარაგებით უზრუნველყოფის, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესების საკითხებს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, ყურადღება გამახვილდა ქვემო ქართლის რეგიონის, მათ შორის ბოლნისის მუნიციპალიტეტის, ტურისტულ პოტენციალზე, არსებულ რესურსებზე და ახალ შესაძლებლობებზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სფეროს განვითარებისთვის ახორციელებს. 

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში,  მიმდინარე წელს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ, დაახლოებით 800 პროექტი განხორციელდება ჯამური ღირებულებით, დაახლოებით, 100 000 000 ლარი.

2019 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტში განხორციელდა 8 400 000 ლარის ღირებულების 35 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის:

6 200 000 ლარის ღირებულების 16 ინფრასტრუქტურული პროექტი - საქართველოს რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის დაფინანსებით.

2 200 000 ლარის ღირებულების 19 ინფრასტრუქტურული პროექტი - ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.

პროექტების ფარგლებში, ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლებში საპირფარეშოების მოწყობის და რეაბილიტაციის სამუშაოები,  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოები ხორციელდება.

  • შეხვედრა სოფელ დარბაზის ტანძიისა და რატევანის მოსახლეობასთან