სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მოსახლეობასთან შეხვედრები დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში

14 აგვისტო 2019

მთავრობის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მინისტრთა კაბინეტისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის, ჯავახისა და შინდლარის მცხოვრებლებს შეხვდა. ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტული საჭიროებები გააცნეს და მათგან დაგეგმილი სამუშაოების შესახებ მოისმინეს ინფორმაცია.

საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და საგანმანათლებლო სივრცეების განახლების საკითხს.

მიმდინარე წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში, 19 376 676 ლარის ღირებულების 118 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.

ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ადგილზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიებისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სკოლების შენობების რემონტი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სამუშაოებია გათვალისწინებული. 

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავსი ფორმატის შეხვედრებს ეტაპობრივად რეგიონის მუნიციპალიტეტების ყველა სოფელში გამართავენ.

  • მოსახლეობასთან შეხვედრები დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში