სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებთან

11 აგვისტო 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა, სახელმწიფო პროგრამებისა და მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ისაუბრა და ადგილობრივების საჭიროებები მოისმინა. 

სოფელ მარტყოფში, სააკაძესა და სართიჭალაში პირადად იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, მაჟორიტარი დეპუტატები სავალან მირზოევი, შოთა ხაბარელი და ქვემო ქართლში ,,სოფლის ექიმის“ პროგრამის კოორდინატორი, ნინო ქოქოსაძე. 

მოსახლეობამ, მხარეში სახელმწიფო რწმუნებულისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რომელიც სოფლებში ინფრასტრუქტურული პროექტების, საავტომობილო გზების მოწესრიგების, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს. 

ადგილობრივებს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, არსებული სიახლეები, მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილმა გააცნო, რომელმაც სახელმწიფო პროგრამებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვლა ყურადღება და ამ მიმართულებით წარმატებული მაგალითების შესახებ ისაუბრა. 
შეხვედრების მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო, მთავრობის ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ასაკით პენსიონერები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენას 1 ლარად შეძლებენ. 

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, მიმდინარე წელს, ქვემო ქართლის რეგიონში, 783 პროექტი განხორციელდება, ჯამური ღირებულებით - 245 117 658 ლარი. მათ შორის, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, 50,959,216 ლარის ღირებულების 110 პროექტის შესრულებაა დაგეგმილი.

  • შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებთან