სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა

29 ივლისი 2019

ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი საწარმო ამოქმედდა. სოფელ ჯორჯიაშვილში, საკვები პროდუქტების გადამამუშავებელი კომპანია „ჩება“ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში, თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ და ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის(RDFG) თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილმა გახსნეს.

კომპანია „ჩება“ ევროკავშირის ENPARD პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“, ფარგლებში ამოქმედდა, რომელსაც ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულებამ, ბენეფიციარის თანამონაწილეობით, 262 640 ლარი შეადგინა, საწარმოში 15-მდე ადგილობრივი დასაქმდება. 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა და ახლადგახსნილ საწარმოში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო. შოთა რეხვიაშვილმა, პროექტის განმახორციელებლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი სიახლეები მუნიციპალიტეტებსა და ზოგადად რეგიონში, სოფლის მეურნეობის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ENPARD-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტები, 300-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. 

  • შოთა რეხვიაშვილმა რეგიონში კიდევ ერთი ახალი საწარმო გახსნა