სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ფესტივალს ,,ერთიანი კავკასია“ კვლავ მარნეულის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს

05 ივლისი 2019

22-25 აგვისტოს, საერთაშორისო პროგრამა-ფესტივალი, ,,ერთიანი კავკასია“ ქართულ-პოლონური მხარისა და ევროკომიის დაფინანსება-მხარდაჭერით წელს, კვლავ მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართება. ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მასშტაბური ღონისძიების დეტალებზე სასაუბროდ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. 

სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, სამხარეო ადმინისტრაცია მაქსიმალურად იქნება ჩართული ყველა საორგანიზაციო საკითხში, რაც ფესტივალის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს. 

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო ღონისძიების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს, დაიგეგმა შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ოთხი წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი წერაქვი მასპინძლობდა, გასულ წელს კი ღონისძიებები ბოლნისში გაიმართა. 

ფესტივალი ქვემო ქართლის რეგიონში ტრადიციულად სამი მეზობელი კულტურის საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის კვეთაზე ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მუსიკოსებს, ხელოვანებს, ანიმატორებს, არქიტექტორებსა და მოხალისეებს აერთიანებს. 

ერთიანი კავკასიის მიზანია, რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის, ეთნო-კულტურული რესურსისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენების გზით, ხელი შეუწყოს მულტიკულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ინტეგრაციის პროცესს. 
 
  • ფესტივალს ,,ერთიანი კავკასია“ კვლავ მარნეულის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს