სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისში ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლა

26 ივნისი 2019

26 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად, ევროკავშირისა და ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ სამდივნოს წარმომადგენლებს უმასპინძლა და რეგიონის მასშტაბით, აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მუნიციპალიტეტში მოეწყო პრეზენტაცია ბოლნისის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, სადაც ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა, აღნიშნული საკითხის შესახებ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი, უშუალოდ მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.

სტუმრებმა პროექტის, სახელწოდებით - ,,ბოლნისში ბიზნესსაქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება" ფარგლებში, ევროკავშირისა და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, აშენებული აგროცენტრი მოინახულეს, რომელიც უახლოეს პერიოდში ღვინის ჩამოსასხმელით, ყველისა და ბოსტნეულის შესაფუთი დანადგარებით აღიჭურვება. ცენტრის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ადგილზე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები დასაქმდებიან.

დღესვე, სტუმრებმა პროექტის ფარგლებში შეძენილი ღვინის ჩამოსასხმელი ხაზით, ადგილობრივ საოჯახო მარანში, ღვინის ჩამოსხმაში მიიღეს მონაწილეობა, მოეწყო ,,ლუკას მარანში” წარმოებული პროდუქციის დეგუსტაციაც.

რეგიონის ხელმძღვანელმა პირებმა, დელეგეციის წევრებს, ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ძველი გერმანული უბნები და უძველესი ქართული ტაძარი, ბოლნისის სიონი დაათვალიერებინეს. 

  • შოთა რეხვიაშვილმა ბოლნისში ევროკავშირის დელეგაციას უმასპინძლა