სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სახელმწიფო რწმუნებულმა კონკურსის ,,კალიგრაფიის მარგალიტების" მონაწილეები დააჯილდოვა

15 ივნისი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, რეგიონული კონკურსის ,,კალიგრაფიის მარგალიტების“ დასკვით ღონისძიებას დაესწრო და წარმატებული მონაწილეები დააჯილდოვა. 

ღონისძიება რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ღია ცის ქვეშ გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეთა მიერ შესრულებული საუკეთესო ნამუშევრები. 

აღსანიშნავია, რომ კალიგრაფიის კონკურსი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და რუსთავის სკოლა „ლაზარეს“ ერთობლივი ძალისხმევით, წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და მასში მონაწილეობა რეგიონის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებისთვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ხელით წერის პოპულარიზაცია, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების დამეგობრება და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა და განვითარება.

  • სახელმწიფო რწმუნებულმა კონკურსის ,,კალიგრაფიის მარგალიტების