სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი გარდაბანში ქართულ საინვესტიციო პროექტს გაეცნო

07 ივნისი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა კომპანია ,,ქართველის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ფარგლებში, სოფელ მარტყოფში, მიმიდნარე სამუშაოები მოინახულეს. 

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ეწყობა საწარმო, სადაც ქართული ბრენდის - ,,ჯიმშერის“ ალკოჰოლური სასმელის, ვისკის, წარმოების გაფართოება მოხდება. ქართველი ინვესტორები ადგილზე, ასევე გეგმავენ სხვადასხვა ჯიშის ვაზის გაშენებასა და მეღვინეობის მიმართულების გაძლიერებასაც. ამ ეტაპზე საწარმოს მშენებლობა და ტექნიკური ბაზით აღჭურვა მიმდინარეობს, შესაბამისად, ეწყობა გარე ინფრასტრუქტურაც. 

როგორც შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული პროექტი, ერთ-ერთი ნათელი მაგალითია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას უწყობს ხელს. 

  • შოთა რეხვიაშვილი გარდაბანში ქართულ საინვესტიციო პროექტს გაეცნო