სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მადლობა თავისუფლებისთვის - რუსთავში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

09 აპრილი 2019

9 აპრილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, თავისუფლების მოედნიდან, 9 აპრილის მემორიალამდე, სახალხო მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა. 
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქვეყანაში 30 წლის წინ განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

მემორიალთან აღევლინა 1989 წლის 9 აპრილს გარდაცვლილი გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, მოეწყო ტრაგიკული მოვლენების ამსახველი თემატური ფოტოების გამოფენა, შესრულდა პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი რამდენიმე მუსიკალურ ნომერი.

აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი აქცია დაარბია, დაიღუპა 21 ადამიანი და ათასობით მოქალაქე დაშავდა. 

  • მადლობა თავისუფლებისთვის - რუსთავში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს