სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

თანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან

29 მარტი 2019

29 მარტს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ, ურთიერთთნამშრომლობის მორიგი მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან გააფორმა. 

დოკუმენტს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად ჭუნაშვილმა და უნივერსიტეტის ადმინიტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან ლაკირბაიამ მოაწერეს. 

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და მხარეში არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების შესახებ, თემატურ პრეზენტაციას გაეცნენ.

აღსანიშნავია, რომ რწმუნებულის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლო უნივერსიტეტებთან და აფორმებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. 

ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტები კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსით შეუწყობენ ხელს. 

  • თანამშრომლობის მემორანდუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან