სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საქართველოს პრეზიდენტმა ,,ნოვრუზ ბაირამი“ გარდაბანში აღნიშნა

20 მარტი 2019

20 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერეს და სიმბოლურად ცეცხლი დაანთეს. 

გაიმართა შეჯიბრებები ნარდსა და ცხენოსნობაში, მოეწყო მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა. 

შოთა რეხვიაშვილმა ადგილობრივებსა და ღონისძიების სტუმრებს, სცენიდან მიულოცა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული და ყურადღება გაამახვილა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე.  სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის რეგიონი, სოლიდარობისა და ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითია, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეები, წლების მანძილზე, მშვიდობიან და თანასწორუფლებიან გარემოში ცხოვრებენ. სალომე ზურაბიშვილმა კი სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, სწავლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. 

დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული აქტივობები და გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივმა შემსრულებლებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა.
 
  • საქართველოს პრეზიდენტმა ,,ნოვრუზ ბაირამი“ გარდაბანში აღნიშნა