სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სახელმწიფო რწმუნებულმა ბოლნისში წარმატებულ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

03 მარტი 2019

დღესვე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ქალაქ ბოლნისში მცხოვრებ მრავალშვილიან დედას და წარმატებულ პედაგოგს დედის დღე მიულოცეს.

მხარის პირველმა პირმა, სადღესასწაულო საჩუქრები, ოთხი შვილის დედას, ხელოვანსა და პოეტს, ნუნუ ტოგონიძეს და 28 წლის წარმატებულ პედაგოგს, ლიკა იასაღაშვილს გადასცა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს სახელმწიფო ენას ასწავლის.
ასევე ჩართულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ,,დისტანციური სწავლების“ პროგრამაში და მშობლიური ენის სწავლაში ეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ემიგრანტებს. 

  • სახელმწიფო რწმუნებულმა ბოლნისში წარმატებულ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა