სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებებს დაესწრო

14 თებერვალი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში შეხვედრები გამართეს სოფელ ახალსოფლის, საცხენისა და მუხროვანის მოსახლეობასთან. 

მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივებისგან, პირადად მოისმინეს ინფორმაცია კონკრეტული საჭიროებების შესახებ, რომლების სოფლებში პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. 

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სრულად მოეწყობა გარე განთების სისტემები. ამ მიმართულებით სოფელ საცხენისში 16 ათასი, ახალსოფელში 20 ათასი, ხოლო მუხროვანში 12 ათასი ლარის სამუშაოები განხორციელდება. 

შოთა რეხვიაშვილმა, შეხვედრის მიმდინარეობისას, ადგილობრივ მცხოვრებლებს იმ პროექტების შესახებას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 2019 წელს სოფლებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ ახალსოფელში იგეგმება ცენტრალური და შიდა გზების, სტადიონისა და ამბულატორიის მოწყობა და სკოლის სახურავის რეაბილიტაცია. სოფელ საცხენისში სასმელი წყლის შიდა ქსელების მოწესრიგების სამუშაოები, ასევე  საცხენისი-ახალსოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და ამბულატორიის მშენებლობა. მუხროვანში კი 2019 წელს საჯარო სკოლის მშენებლობის და სპორტული მოედნის მოწყობისთვის საჭირო სამუშაოები განხორციელდება. 
 
  • შოთა რეხვიაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებებს დაესწრო