სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საშობაო ღონისძიებები რუსთავში

07 იანვარი 2019


7 იანვარს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილმა ქალაქის ცენტრალურ სამშობიარო სახლსა და კლინიკა ,,რუსთავში”, შობას დაბადებული პირველი ახალშობილები მოინახულეს და სადღესასწაულო საჩუქრები გადაცეს.

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა ტრადიციულ საშობაო ალილოშიც მიიღეს მონაწილეობა, რომელიც რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის ეზოდან დაიწყო და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში გაგრძელდა. 
ალილოს მონაწილეებს წინ რუსთავის სიონის წინამძღვარი - მამა დიმიტრი, მგალობლები და სტიქაროსნები მიუძღოდნენ.


  • საშობაო ღონისძიებები რუსთავში
  • საშობაო ღონისძიებები რუსთავში
  • საშობაო ღონისძიებები რუსთავში
  • საშობაო ღონისძიებები რუსთავში
  • საშობაო ღონისძიებები რუსთავში