სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

საინფორმაციო შეხვედრა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ

07 დეკემბერი 2018

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო. 

ადგილობრივი თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების და რეგიონული მედიის წარმომადგენლებს, საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა, რეფორმის მნიშვნელობასა და უპირატესობებზე ისაუბრეს და მოსახლეობის სარგებელზე გაამახვილეს ყურადღება.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და თემით დაინტერესებულმა პირებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ინერგება ე.წ. სამსვეტიანი საპენსიო სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოხდება წლების განმავლობაში მონაწილის მიერ გამომუშავებული ხელფასის პროპორციული თანხების დაგროვება ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და გაცემა შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდეგ. ფინანსური ხარჯებისა და სარგებლის შედარების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატივას ნაწილობრივ სავალდებულო 2%+2%+2% სისტემა წარმოადგენს.

  • საინფორმაციო შეხვედრა დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ