სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

რუსთავში ,,საგანმანათლებლო ხელოვნების სახლი“ გაიხსნა

24 ნოემბერი 2018

24 ნოემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ქალაქში ,,საგანმანათლებლო ხელოვნების სახლის“ ოფიციალური გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ. 

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები, ადგილზე, პირადად, გაეცნენ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. 

შოთა რეხვიაშვილი, პედაგოგებსა და მოსწავლეებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცეების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და მისასალმებელია ყველა ის წამოწყება, რომელიც სფეროს გაძლიერებას ემსახურება. 

აღსანიშნავია, რომ ,,საგანმანათლებლო ხელოვნების სახლში“ თანამედროვე მეთოდით ხორციელდება სასკოლო საგნების შესწავლა, ფუნქციონირებს ფსიქოლოგის კაბინეტი, ისწავლება, მხატვრული ტანვარჯიში, ბალეტი, ქართული, სამეჯლისო და სპორტული ცეკვები,ზუმბა აერობიკა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ჭადრაკი, ხატვა, ხატწერა, ხეზე კვეთა, ძერწვა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები. 

  • რუსთავში ,,საგანმანათლებლო ხელოვნების სახლი“ გაიხსნა