სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

შოთა რეხვიაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

24 ნოემბერი 2018

24 ნოემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავში გამწვანების მასშტაბურ აქციას შეუერთდა. 

ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი ბეგაძემ, გუბერნატორის მოადგილემ, კახა კობერიძემ, ქალაქის მერმ, ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ქავთარაძემ და ადგილობრივებმა მიიღეს მონაწილეობა. 

გამწვანების აქციის ფარგლებში რუსთავის შესასვლელში სხვადასხვა ჯიშის 700-ზე მეტი ნერგი დაირგო. 

ღონისძიება პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ბეგაძის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით განხორციელდა, პროექტი მიზნად ისახავს ქალაქში ახალი რეკრეაციული სივრცის შექმნას.

  • შოთა რეხვიაშვილმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა