სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მარნეულში

22 ნოემბერი 2018


დღეს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ქვემო ქართლის გუბერნატორთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა და წყალმომარაგების მიმართულებით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნო. 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილეები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატები თამაზ ნავერიანი და რუსლან გაჯიევი, მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, გუბერნიისა და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობამ, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი უშუალოდ უწყების წარმომადგენლებისგან მიიღო. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის სამობილიზაციო სამუშაოებს დეკემბერში დაიწყებს. 

სამშენებლო სამუშაოები მომავალი წლის პირველ კვარტალში დაიწყება. ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და აზერბაიჯანულ კომპანია ,,Akelik Group ‘’ -ს შორის მოეწერა. 

ამ დროისთვის, მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტს სასმელი წყალი 5-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. 

რაც შეეხება წყალარინების ინფრასტრუქტურას, დღეის მდგომარეობით, სოფელ ყიზილაჯლოში კანალიზაციის სისტემა არ არსებობს, მარნეულში მოსახლეობის დაახლოებით 25 და ბოლნისში - 40 პროცენტი სარგებლობს წაყალარინების ინფრასტრუქტურით. 

პროექტის დასრულების შემდეგ, კანალიზაციის გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს 38 000-მდე მოსახლე. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სატუმბი სადგურისა და სამი ახალი რეზერვუარის მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ასევე, ახალი საკანალიზაციო მილების მოწყობა (121კმ) და წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობა. 

პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია ,,Akelik Group” განახორციელებს. 

პროექტის დასრულება 2021 წლის მარტში იგეგმება.


  • წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მარნეულში
  • წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მარნეულში
  • წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მარნეულში
  • წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მარნეულში
  • წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მარნეულში
  • წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მარნეულში
  • წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის მშენებლობა მარნეულში