სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ქვემო ქართლის რეგიონში ახალი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას

20 ნოემბერი 2018

20 ნოემბერს, რუსთავში, ,,ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს’’ ორგანიზებით, მარილის საწარმოს გახსნის პრეზენტაცია გაიმართა. 

ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილეები, ზვიად ჭუნაშვილი და კახა კობერიძე, რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ღურწკაია, კომპანია GLOBAL Enterprises LTD-ის უცხოელი და ქართველი ინვესტორები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები და ბიზნესმენები იმყოფებოდნენ. 

„ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს“ ხელშეწყობით და მხარის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილის, აქტიური ჩართულობით, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, შპს „გლობალ ენტერპრაიზისს“ რუსთავი-გარდაბნის გზატკეცილზე მარილის მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ინვესტიციის შემოტანა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ჰიმალაის ბუნებრივი, ნატურალური და სამკურნალო თვისებების მქონე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მარილის ქარხნის მშენებლობა, რომელიც აღჭურვილი იქნება მარილის დამუშავების თანამედროვე იოდირებისა და შეფუთვის დანადგარებით.

ბიზნესის მხარდასაჭერად კომპანიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 15512 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა. ქარხანა წელიწადში მინიმუმ 2500 ტონა პროდუქციის წარმოებას და გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად ჩაანაცვლებს საქართველოში იმპორტირებულ მარილს. პროდუქციის რეალიზაცია განხორციელდება ევროკავშირის ბაზარზეც. საწარმოში 40-50 ადგილობრივი, მათ შორის შშმ პირები დასაქმდებიან. 

კომპანია პაკისტანიდან შემოტანილი ნედლეულით გეგმავს, აწარმოოს ჰიმალაის საკვები იოდიზირებული და არაიოდიზირებული მარილი, სამკურნალო სპა დარბაზების სამშენებლო-საყოფაცხოვრებო აგურები და ჰაერის გაწმენდი ლამფები. 

  • ქვემო ქართლის რეგიონში ახალი საწარმო დაიწყებს ფუნქციონირებას