სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

,,ალი და ნინო“ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სცენაზე

09 ნოემბერი 2018

9 ნოემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მოადგილეებთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სპექტაკლის „ალი და ნინოს“ ჩვენებას დაესწრო. 

ყურბან საიდის რომანის მიხედვით შექმნილი ინსცენირება, მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სცენაზე, რეჟისორის, გოჩა კაპანაძის ხელმძღვანელობით, ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის პროფესიული სახელმწიფოდრამატული თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს. 

სპექტაკლში ნაჩვენებია არისტოკრატული წარმომავლობის აზერბაიჯანელი ჭაბუკის, ალი ხან შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის, ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და ბაქოში რევოლუციის ფონზე ვითარდება.

ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“-ს ფარგლებში გაიმართა.

სპექტაკლი საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

  • ,,ალი და ნინო“ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის სცენაზე