სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რეგიონის გუბერნატორი მარნეულში „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე

03 ნოემბერი 2018

3 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივით, „ევროპის დღე 2018“ აღინიშნა.

ღონისძიებაზე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ.

,,ევროპის დღის" ოფიციალური ნაწილის გახსნისას, დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყველა იმ მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც ქვემო ქართლსა და მარნეულის მუნიციპალიტეტს ისტორიული, ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით გამოარჩევს. 

დღის განმავლობაში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო „ევროსოფელი“. საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობების ფარგლებში, სტუმრები ევროკავშირის ისტორიას გაეცნენ და ადგილზე მოისმინეს ინფორმაცია ყველა იმ შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის ქმნის. გაიმართა თემატური წარმოდგენები, მოეწყო შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის დღე“ ყოველწლიურად აღინიშნება, 9 მაისის, „შუმანის დეკლარაციის“ იუბილესთან დაკავშირებით. ამ დღეს, 1950 წელს, რობერტ შუმანმა (იმ დროისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა) გააჟღერა იდეა, რაც ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შექმნას გულისხმობდა. ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაერთიანების შედეგად გამოირიცხებოდა ევროპის ხალხთა შორის ომის და დაპირისპირების ალბათობა. ომის თავიდან აცილების მიზნით ქვეყნების გაერთიანებამ საფუძველი ჩაუყარა დღევანდელ ევროკავშირს.

მიმდინარე წლის ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“, რომელიც იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომლებსაც ევროკავშირი და ზოგადად ევროპა აერთიანებს. აღნიშნული თემა მიესადაგება ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ევროპულ წელს, რომელიც 2018 წელს აღინიშნება. დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს.

  • რეგიონის გუბერნატორი მარნეულში „ევროპის დღის“ აღსანიშნავ ღონისძიებაზე