სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა

24 ოქტომბერი 2018


24 ოქტომბერს, რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. 

ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ. 

პროექტი, რომლის სრული ღირებულება დაახლოებით 20 მილიონ ლარს შეადგენს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, უეფას პროგრამა „ჰეთ-თრიკისა“ და ფიფას პროგრამა „ფორვარდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

6 ჰექტარზე განთავსებულ საფეხბურთო აკადემიაში ორი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი ფუნქციონირებს. ტერიტორიაზე ორი შენობაა - პირველი 108 ადამიანზეა გათვლილი, სადაც მოზარდებისთვის საძინებელი ოთახები და გასართობი კუთხეა მოწყობილი. ტერიტორიაზე სასადილო, სასწავლო აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზი და უსაფრთხოების ოთახია განთავსებული. ამ ეტაპზე კი, აკადემიაში დაახლოებით 60 ბავშვი იცხოვრებს. ტერიტორიაზე არსებულ მეორე შენობაში განთავსებულია სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები, სათავსოები, სანიტარული კვანძები და სამედიცინო კაბინეტები.

აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე შესაძლებელია როგორც ასაკობრივი ნაკრებების საწვრთნელი შეკრებების გავლა, აგრეთვე ამხანაგური მატჩების გამართვა.
 


  • რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
  • რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
  • რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
  • რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
  • რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
  • რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
  • რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
  • რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
  • რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა
  • რუსთავში საფეხბურთო აკადემია გაიხსნა