სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

შოთა რეხვიაშვილი გარისობის სახალხო დღესასწაულზე

08 ოქტომბერი 2018

8 ოქტომბერს, ქალაქ თეთრიწყაროს კულტურისა და დასვენების პარკში სახალხო დღესასწაული „გარისობა 2018“ გაიმართა.

ღონისძიებას მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. 

სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში ადგილობრივებმა საქართველოს ყველა კუთხე და ეთნიკური მრავალფეროვნება ერთ სივრცეში წარმოადგინეს. 
შესრულდა ქართული-ხალხური ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები, მოეწყო ეთნოგრაფიული საგამოფენო სივრცეები, ტურიზმის კუთხე, ღია ბიბლიოთეკა, თეატრალური წარმოდგენები და სპორტული შეჯიბრებები.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დღესასწაულის აღნიშვნა, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დავიწყებას მიეცა. 2017 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით კი, ტრადიციულად, ყოველი წლის 8 ოქტომბერს საზეიმოდ აღინიშნება. 

  • შოთა რეხვიაშვილი გარისობის სახალხო დღესასწაულზე