სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორი დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა

08 ოქტომბერი 2018

შოთა რეხვიაშვილი, მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა. 

მხარის გუბერნატორი, მოადგილესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ადგილზე, პირადად გაეცნო ქალაქ დმანისის, სოფელ დიდი დმანისის, პატარა დმანისის, ამამლოსა და ყარაბულახის მოსახლეობის საჭიროებებს. 

ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წყალმომარაგების საკითხია. შოთა რეხვიაშვილმა შეხვედრის მიმდინარეობისას მოსახლეობას, ამ მიმართულებით, დაგეგმილი ღონისძიებები, კონკრეტულად კი ,,ორმოცწყარო-მაშავერას“ მასშტაბური პროექტის დეტალები გააცნო. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, წყალუზრუნველყოფილი იქნება 7 ათასი აბონენტი. 

საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ინფრასტრიქტურის გაუმჯობესებასაც. მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, მოსახლეობასთან ერთად განიხილეს ყველა საჭიროება, რაც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

  • გუბერნატორი დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს შეხვდა