სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა ტურიზმის საკითხებზე

01 ოქტომბერი 2018


დღეს, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკის მცირე ბიზნესისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენელს, ლამარა ბექაურს შეხვდნენ. 

შოთა რეხვიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა, ქვემო ქართლში არსებულ, მრავალმხრივ, ტურისტულ პოტენციალზე და რეგიონის ცნობადობის გაზრდის მიმართულებით განსახორციელებელ გეგმებზე, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო ბაზარზე. 

ლამარა ბექაურმა, რეგიონის ხელმძღვანელ პირებს, თემატური პრეზენტაცია გააცნო, სადაც წარმოადგინა უკვე წარმატებული, კონკრეტული, მაგალითები ტურიზმის სფეროში განათლების სისტემის დახვეწის, შესაბამისი პროგრამების ხელმისაწვდომობისა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით. 

როგორც გუბერნატორმა შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა, სამხარეო ადმინისტრაცია სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორთან აქტიური თანამშრომლობის გზით, მაქსიმალურად იქნება ჩართული ყველა ღონისძიების დაგეგმვაში, რაც ქვემო ქართლის ტურისტული რუქის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. 


  • სამუშაო შეხვედრა ტურიზმის საკითხებზე
  • სამუშაო შეხვედრა ტურიზმის საკითხებზე
  • სამუშაო შეხვედრა ტურიზმის საკითხებზე
  • სამუშაო შეხვედრა ტურიზმის საკითხებზე
  • სამუშაო შეხვედრა ტურიზმის საკითხებზე