სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს

27 სექტემბერი 2018


ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.  

ქვემო ქართლში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებმა, მათ შორის, ორგანიზაციების, "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" და "მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და საცნიერო კვლევითი პლატფორმების" წარმომადგენლებმა,  მხარის გუბერნატორსა და მუნიციპალიტეტების მერებს გააცნეს რეგიონში ბუნების დაცვის მიმართულებით უკვე შესრულებული სამუშაოები. საუბარი შეეხო კომპანია RMG-ის პროგრამას, რომელიც გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრას და პრევენციული ზომების გატარებას გულისხმობს. დაისახა, სამომავლოდ, ერთობლივად, განსახორციელებელი გეგმები.   

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ  პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე.
 


  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ქვემო ქართლში გარემოსდაცვითი კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს