სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორი ENPARD-ის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა

26 სექტემბერი 2018

26 სექტემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის წარმომადგენლებს შეხვდა.

შოთა რეხვიაშვილმა ორგანიზაციის თავმჯდომარისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტის შესახებ.

პროექტი მუნიციპალიტეტში სადემონსტრაციო სოფლის მოწყობას ითვალისწინებს, რომელიც ადგილზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, დაიგეგმა სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელი გეგმები. 

  • გუბერნატორი ENPARD-ის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა