სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

14 სექტემბერი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს გაეცნო და ადგილზე პირადად დაათვალიერა რამდენიმე ლოკაცია.

შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადაგენლებთან ერთად, იმყოფებოდა ქალაქ თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, რომელიც ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. ადგილზე დაცულია დაახლოებით 11000 ექსპონატი, მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა, ადგილობრივი ყოფისა და ეთნოგრაფიის ნიმუშები და XX საუკუნის ისტორიის ამსახველი მასალები. გუბერნატორმა არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და ადგილობრივებისგან, ამ მიმართულებით, განსახორციელებელი გეგმები მოისმინა.

მხარის გუბერნატორმა, ასევე, მოინახულა სოფელ ასურეთში მდებარე შვაბების ქუჩა, სადაც დღემდე შემორჩენილია გერმანელ კოლონისტთა ყოფის უნიკალური მატერიალური ძეგლები: საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, უნიკალური ღვინის მარანი, გოთური სტილით ნაგები ლუთერანული ტაძარი და ძველი გერმანული არქიტექტურული სტილით ნაშენები საცხოვრებელი სახლები.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ასურეთში, 2016 წელს, დაიწყო რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელება, რომელიც გერმანული მემკვიდრეობის სრულყოფილ რეაბილიტაციას და არქიტექტურულ-სტილისტური მეთოდოლოგიის და ავთენტურობის შენარჩუნებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურა უკვე მოეწყო 9 აპრილისა და შვაბების ქუჩებზე, დაგეგმილია 3 საცხოვრებელი სახლისა და ლუთერანული ეკლესიის რეკონსტრუქციაც.

შოთა რეხვიაშვილმა, თეთრიწყაროს მერთან ერთად დაათვალიერა დაბა მანგლისის ცენტრალური პარკი, სადაც მიმდინარე წელს არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყება. პროეტის განხორციელების შედეგად, ადგილზე, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძებებისა და ფესტივალების ჩატარება.

გუბერნატორი იმყოფებოდა მანგლისის სიონშიც, სადაც არსებული ფრესკები შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი ძეგლია. ტაძარში XI საუკუნის მოხატულობიდან შემორჩენილიც ჯვრის ამაღლების გრანდიოზული კომპოზიცია. 
 
  • შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს ტურისტულ პოტენციალს გაეცნო