სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ყიზილაჯლოს მოსახლეობის საჭიროებებს მყისიერი რეაგირება მოყვა

11 სექტემბერი 2018

მარნეულის მუნიციპალიტეტში, გასულ კვირას, მხარის გუბერნატორის, შოთა რეხვიაშვილისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გამოკვეთილ საჭიროებებს მყისიერი რეაგირება მოყვა.

ამ ეტაპისთვის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, სოფელ ყიზილაჯლოს სხვადასხვა უბანში, მუნიციპალურმა სამსახურმა „სუფთა მარნეულმა“, ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნები დამატებით განათავსა. გარდა ამისა, შპს „საქართველოს მელიორაციის“ სამსახური აქტიურად აწარმოებს სოფელში არსებული ხრამარხის გამანაწილებელი მაგისტრალური არხის გაწმენდის სამუშაოებს.

ყიზილაჯლოს ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამუშაოებს, ადგილზე გაეცნო ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მერის მოადგილესთან, ლაშა ლობჯანიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად.

მოგახსენებთ, რომ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, ქალაქ მარნეულის რამდენიმე ქუჩაზე, კონკრეტულად კი, - ბერიტაშვილის, ნიზამის, ბაქოსა და შარიფოვის ქუჩაზე ასევე დაიდგა შვიდი ერთეული ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნა.

  • ყიზილაჯლოს მოსახლეობის საჭიროებებს მყისიერი რეაგირება მოყვა