სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

შეხვედრა შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან

04 სექტემბერი 2018

ქვემო ქართლის გუბერნატორი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრება აქტიურად განაგრძობს.

შოთა რეხვიაშვილი, ამჯერად, სოფელ შაუმიანის, კირიხლოს, თამარისის, წერეთლის და ქუთლიარის მცხოვრებლებს შეხვდა და ადგილზე არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მოისმინა.

,,ხელისუფლებასა და ხალხს შორის მუდმივი კავშირისა და ინფორმაციის გაცვლისთვის, კომუნიკაციის ეს ფორმა, აუცილებელია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ადგილობრივების საჭიროებები და ხედვები, რათა ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, მაქსიმალურად, შევუწყოთ ხელი სოფლების, კიდევ უფრო მეტად, განვითარებას. მოსახლეობა, ჩვენთან საუბრისას, აღნიშნავს, რომ პრობლემური საკითხები, მუნიციპალიტეტში, ძირითადად, უკვე გადაწყვეტილია. სრულადაა დაგებული გზები ისეთ სოფლებში, სადაც ბოლო 25 წლის განმავლობაში საგზაო ინფრასრტუქტურა არ არსებობდა. ამ ეტაპზე, კი მოწესრიგებულია რაიონული ცენტრიდან სოფლებამდე მისასვლელი ყველა მნიშვნელოვანი მონაკვეთი. თუმცა, დღის წესრიგში კვლავ დგას რიგი საჭიროებებისა, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით, ეტაპობრივად, გადაწყდება“-განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ქვემო ქართლის გუბერნატორი მოსახლეობასთან შეხვედრებს მარნეულის მუნიციპალიტეტში ხვალ განაახლებს. 

  • შეხვედრა შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან