სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში

22 აგვისტო 2018


22 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და საქართველოს პარლამენტში მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინა. 

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა რეგიონის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა. 

,,მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ- მინისტრსა და მთავრობას ნდობისთვის. კარგად ვიცნობ მხარეს და ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციიდან რეგიონის ხელმძღვანელობა. მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნები მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად დავეხმარები მათ პრობლემების სწრაფ გადაწყვეტაში. მინდა ავღნიშნო, რომ ადგილზე ინტენსიურად ვითარდება ინფრასტრუქტურული პროექტები. მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რათა ხალხმა ყოველდღიურად იგრძნოს პროგრესი და დადებითი ცვლილებები“ - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა. 


  • გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში
  • გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში
  • გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში
  • გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში
  • გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში
  • გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში
  • გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში
  • გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში
  • გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში