სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

ქვემო ქართლის გუბერნიამ განჯა-გაზახის რეგიონის წარმომადგენლებს უმასპინძლა

02 აგვისტო 2018

2 აგვისტოს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრე მეტრეველმა და გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ სამხარეო ადმინისტრაციაში განჯა-გაზახის რეგიონის წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ქვემო ქართლის რეგიონში საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრეს და ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმები დასახეს.

აზერბაიჯანულ დელეგაციას რეგიონში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კოდის სათემო განათლების ცენტრი“, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება თანამშრომლობისა და განვითარებისათვის ტურისტული პოტენციალის გაზრდა აზერბაიჯანისა და საქართველოს სასაზღვრო რეგიონებში“ ფარგლებში მასპინძლობს.

პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და განჯა-გაზახსა და ქვემო ქართლში საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების შექმნას, რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას და არსებული პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრები ერთი კვირის განმავლობაში ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ. 
 
  • ქვემო ქართლის გუბერნიამ განჯა-გაზახის რეგიონის წარმომადგენლებს უმასპინძლა