სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საერთაშორისო კონფერენცია ღია მმართველობის შესახებ

17 ივლისი 2018

17 ივლისს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, რუსთავში საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ,,ღია მმართველობა ადგილობრივ დონეებზე - ქალაქები ქმედებაში“ გაიმართა.

კონფერენცია რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ გახსნა, აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ.

კონფერენციის მონაწილეებმა ,,ღია მმართველობის პარტნიორობის’’ (OGP) პროგრამის ფარგლებში, ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოყალიბების მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით რუსთავში ღია მმართველობის სტრატეგია, ელექტრონული პეტიცია, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მერიის ინოვაციების ჰაბი და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება.

  • საერთაშორისო კონფერენცია ღია მმართველობის შესახებ