სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

გუბერნატორის ინიციატივით 5 წარმატებული ახალგაზრდა საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება

11 ივლისი 2018

11 ივლისს, სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, სოციალურად დაუცველი, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები და სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების გამარჯვებული ხუთი ახალგაზრდა, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტებიდან, მიღწეული წარმატებებისთვის სპეციალური სიგელებით დააჯილდოვა და ახალი ინიციატივის შესახებ ესაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ წელს, პირველად, გრიგოლ ნემსაძის გადაწყვეტილებითა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მხარდაჭერით,  ქალაქ წალკის #2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, გოჩა ცეცხლაძე, ქალაქ მარნეულის #5 საჯარო სკოლიდან სერგო და სანდრო ხარშილაძეები, სოციალურ-საგანმანათლებლო მედიაპროექტ ,,ეტალონის“ მეორეადგილოსანი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანიდან, მილენა ადამიანი და ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჩმუღანლოდან, სასკოლო - საგანმანათლებლო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული, მალაქ აშიროვა, ქობულეთში, საზაფხულო ბანაკში გაემგზავრებიან, სადაც ხუთი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვებიან. წალკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები კი  წარჩინებული ბავშვების მატერიალურ წახალისებას უზრუნველყოფენ.  

შეხვედრის დასასრულს, გრიგოლ ნემსაძემ, ახალგაზრდებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში წარმატებები უსურვა, მათ პედაგოგებსა და მშობლებს კი გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 

  • გუბერნატორის ინიციატივით 5 წარმატებული ახალგაზრდა საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება