სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკისა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტებში

გერბი

Administration of State Representative - Governor

Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka and Rustavi municipalities

სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მიწოდების პროცესის გასაუმჯობესებლად

25 ივნისი 2018

25 ივნისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩის, ალგეთისა და ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულისთვის სასმელი წყლის მომარაგების საკითხთან დაკავშირებით, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე, მოადგილე, ალექსანდრე მეტრეველი, მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრები, კომპანია ,,რუსთავწყალის“ ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

აღნიშნულ სამ ადმინისტრაციულ ერთეულს, სასმელი წყლით შპს ,,რუსთავწყალი“ ამარაგებს. კომპანიის საკუთრებაში არსებული სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენი ამორტიზებულია და საჭიროებს რებილიტაციას, რაც იწვევს წყლის წნევის ვარდნას, რაც აფერხებს მოსახლეობისთვის სასმელი წყლის ნორმალურ რეჟიმში მიწოდებას.

ამ ეტაპისთვის ქვემო ქართლის გუბერნიისა და ადგილობრივ თვითმმართველობის ჩართულობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესების საკითხზე. 

  • სამუშაო შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის მიწოდების პროცესის გასაუმჯობესებლად