სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

2 ახალი რეანომობილი გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებისთვის

18 ივნისი 2018

ქვემო ქართლის რეგიონში, „ჰეიდარ ალიევის ფონდმა“, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 2 რეანომობილი გადასცა, რომლებიც გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებს მოემსახურება.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საჭირო ინვენტარით აღჭურილი, ახალი სპეცმანქანების გადაცემის ცერემონიას, აზერებაიჯანის ელჩი საქართველოში, დურსუნ ჰასანოვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, ზაურ დარგალი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში სავალან მირზოევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე, აზერბაიჯანული დიასპორის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, ფუად მურადოვი, „სოკარის“ პრეზიდენტი საქართველში მახირ მამედოვი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ბოლნისის და გარდაბანის მუნიციპალიტეტებიდან პაციენტთა ტრანსპორტირებისთვის, სამედიცინო ეკიპაჟი თბილისიდან იგზავნებოდა. ახალი რეანომობილები კი პაციენტთა ოპერატიულ გადაყვანას უშუალოდ მუნიციპალიტეტებიდან უზრუნველყოფენ.

  • 2 ახალი რეანომობილი გარდაბნისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებისთვის